მთავარი გასაკეთებლი საზოგადოებას და პოლიტიკოსებს შორის ნდობის და ხიდების მშენებლობაა - ცუცქირიძე
“თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი გასაკეთებლი საზოგადოებას და პოლიტიკოსებს შორის ნდობის და ხიდების მშენებლობაა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, თუმცა, ამას სჭირდება დიდი შრომა და ენერგია, რადგან ნდობა მალე არ იქნება
მისივე თქმით, პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ რეალობას ვერ ცვლის.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ის, თვლის, რომ ქვეყანა არის ჭაობში და აქედან რაღაცნაირად უნდა გამოვიდეთ. ეს არის საყოველთაო, გამჭოლი საკითხი, ვისაც არ უნდა, სადაც არ უნდა შეხვდე.
მთავარი რამ, რაც გასაკეთებლია, ეს არის საზოგადოებას და პოლიტიკოსებს შორის ნდობის და ხიდების მშენებლობა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას. დღეს საქართველოში ყველამ იცის პრობლემების შესახებ, საზოგადოებას არ სჭირდება იმის მოსმენა, სად გვაქვს პრობლემები, რადგან ამას ყველგან ხედავს. ხედავს იმას, რომ მილიარდი ლარი აპატიეს ენერგოკომპანიებს, მაშინ , როცა ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, ხედავს იმას, რომ “ოცნება“ ლაპარაკობს გლობალური ომის პარტიაზე და “დიფსთეითზე“ იმიტომ, რომ არავინ იკითხოს, რატომ დადის ბავშვების მესამედი მშიერი სკოლებში და ყველას დაავიწყდეს რას ნიშნვას “ოცნების“ გაგებით სუვერენიტეტი - ჯარის ძარცვას. ამიტომ იგონებენ ამ ყველაფერს. ჩვენ უნდა შევქმნათ ხიდები, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკოსები, პარტიები, პოლიტიკური ძალები, რომელბსაც შეგიძლია ენდო. ამას სჭირდება დიდი შრომა და ენერგია, რადგან ნდობა მალე არ იქნება, - განაცხადა ცუცქირიძემ.