თურქეთში „ოცნების“ ლიდერები არაბ პარტნიორებთან განმარტებებს აკეთებენ - „იგლ ჰილსის“ პროექტზე პროტესტი განხილვის თემა გახდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დაკავშირებულ ინვესტიციაზე კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს თურქეთში ემირატების ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა ჰქონდათ. როგორც ივანიშვილის გუნდის წევრი ნიკა სამხარაძე აცხადებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ პროექტებსა და მათ ირგვლივ არსებულ პროტესტს, მათ შორის „იგლ ჰილზის“ პროექტსაც. მისი თქმით, ქართულმა მხარემ პარტნიორებს შესაბამისი რეაგირების პირობა მისცა.
"ოცნების" გუნდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო, თუმცა დეტალები, თუ რა მოთხოვნები ან პრეტენზიები განიხილეს დახურულ კარს მიღმა, არ საჯაროვდება.
ამ ფონზე, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ 600 ჰექტარზე მეტი და გონიოში დაახლოებით 250 ჰექტარი მიწის გადაცემასთან დაკავშირებით კითხვები რჩება. სპეციალისტების შეფასებით, პროექტში საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი რესურსია ჩადებული, რის გამოც ინტერესდებიან, რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა უცხოური მხრიდან. ისინი ითხოვენ ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას, რომელიც ამ ეტაპზე კომერციულ საიდუმლოდ მიიჩნევა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.