„არა ცხოველების გენოციდს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

19.04.26 16:44
 „არა ცხოველების გენოციდს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

 „არა ცხოველების გენოციდს, არა ცხოველების ხოცვას“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ 412-ე განკარგულების გადახედვას, რომელიც ირაკლი კობახიძის ხელმოწერით ამოქმედდა და რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს აღარ აქვს ვალდებულება მიუსაფარი ძაღლების ქუჩაში დაბრუნებაზე.

ცხოველთა უფლებადამცველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესები შედარებით ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს, მიუსაფარი ძაღლების დაჭერა კვლავ გრძელდება. მათი ინფორმაციით, პროცესში ჩართულია თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო.

ჩვენ აქ ვიკრიბებით იმიტომ, რომ ჩვენი ხმა, ეტყობა, ამათ არ ესმით. როგორც ისინი ამბობენ, რომ პოპულიზაციის მიზნით გაჰყავთ ძაღლები, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, იმიტომ, რომ უკვე კასსტრირებული და უკვე დაჩიპული ძაღლები მიჰყავთ და არ ამბობენ სად. ისინი უკან არ ბრუნდებიან. ჩვენ გვაქვს კითხვა მათთან, უკვე კასტრირებული ძაღლები, ჯანმრთელი ძაღლებ რატომ მიჰყავთ და თუ მიჰყავთ, სად მიჰყავთ, რატომ არ ბრუნდებიან ისინი? გამოეყოთ მათ ბიუჯეტი სურსათი ეროვნულ სააგენტოს, რომ შეიძინონ დიდი რაოდენობით ლასო. ეს იმას ნიშნავს, რომ მასობრივად გრძელდება და იმაზე მეტი რაოდენობით ძაღლის გაყვანა, ვიდრე აქამდე იყო, - ამბობს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები