ხვალინდელ მინისტერიალზე EU გამოიყენებს იმ სასანქციო პოლიტიკასაც, რასაც აქამდე ორბანი ბლოკავდა - ოპოზიცია
EU-ში საქართველო საკითხის განხილვამდე 1 დღე რჩება. პროდასავლური ოპოზიცია ამ განხილვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან მათი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არ დასწრება ბევრ რამეს შეცვლის.
ანა დოლიძის თქმით, სწორეს უნგრეთი ბლოკავდა ევროკავშირის ნაბიჯებს უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში და “ეს პუტინს გამოეცალა“.
რეალურად უნგრეთი იყო, რომელიც ევროკავშირის ნაბიჯებს უკრაინასთანაც და ჩვენთან მიმართებაშიც ბლოკავდა, ეს პუტინს გამოეცალა, ამიტომ, ჩვენ უნდა ველოდოთ გაძლიერებულ ევროკავშირს და გაძლიერებულ წნეხს ჩვენი მთავრობის მიმართ, - ამბობს დოლიძე.
კრიტიკის და ზეწოლის უფრო მეტად გაღრმავების იმედი აქვს გრიგოლ გეგელიასაც. “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ მნიშვნელოვანი პარტნიორი გამოაკლდა “ქოცურ ურბანოდიული უნგრეთის სახით“
ის კრიტიკა, ზეწოლა და მოწოდება დადებითი ქმედებისკენ და დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებისკენ, რაც არსებობს მთელი ამ ხნის განმავლობაში, გაღრმავდება. “ქართულ ოცნებას“ გამოაკლდა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ქოცურ ურბანოდიული უნგრეთის სახით. ამას ექნება ძალიან დადებითი გავლენა, საქართველოს საკითხთან მიმართებით და რა საკვირველია და მათ შორის ევროპული კავშირის საერთო სასანქციო პოლიტიკის ბედის განსაზღვრის კუთხით, - ამბობს გეგელია.
ნდობა ევროკავშირს „ქართული ოცნების“ მიმართ არ აღუდგება, შესაბამისად, გამოიყენებს იმ სასანქციო პოლიტიკასაც, რასაც აქამდე ორბანი ბლოკავდა, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
“ოცნება“ არ თვლის, რომ მან რაიმე ნაბიჯი უნდა გადადგას დემოკრატიისთვის, არ თვლის, რომ მათთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანია, ერთადერთი, რაც მათ სურს, არის რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ევროკავშირმა ურთიერთობები ქართლ ოცნებასთან, სუფთა ფურცელში გულისხმობენ ისინი, რომ აღიარონ ავტოკრატია. ნდობა ევროკავშირს „ქართული ოცნების“ მიმართ არ აღუდგება, შესაბამისად, გამოიყენებს იმ სასანქციო პოლიტიკასაც, რასაც აქამდე ორბანი ბლოკავდა. ასეთი შეხვედრის დროს, როდესაც ვაიმარის სამკუთხედი იყო ჩამოსული, სწორედ ეს ძალა გამოსხივდა, ევროკავშირისგან, რომ მათ შეუძლიათ ფინანსური სანქციები დაუწესონ “ოცნებას“, თუ ისინი დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნებიან. ასეთ ქვეყნებთან, სადაც სისტემური ძალადობა ხდება ადამიანისუფლებების წინააღმდეგ, ევროკავშირი თამამად ვერ თანამშრომლობს, - განაცხადა გიორგი ბუტიკიშვილმა.