სამთავრობო ცვლილებები: სუს-ის უფროსად მდინარაძეს გელაძე ანაცვლებს, შს მინისტრად თამაზაშვილს ნიშნავენ

21.04.26 18:02
სამთავრობო ცვლილებები: სუს-ის უფროსად მდინარაძეს გელაძე ანაცვლებს, შს მინისტრად თამაზაშვილს ნიშნავენ

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება. 

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.  საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება -  ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ. 

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო მინისტრობასთან ერთად ვიცე-პრემიერი ხდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატს "ოცნება" უახლოეს დღეებში დაასახელებს. 

  • მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 2025 წლის 3 სექტემბერს გახდა. 
  • გეკა გელაძე შს მინისტად 2025 წლის 28 მაისს დაინიშნა.
  • სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2025 წლის 5 აპრილს დაინიშნა, ამ უკანასკნელმა თორნიკე რიჟვაძე ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდებით ტოვებს. წოდების ამაღლების განკარგულებას ხელი  ირაკლი კობახიძემ გუშინ მოაწერა.

მსგავსი სიახლეები