შეუმდგარი ხელისუფლებაა ყველა მიმართულებით, არც დემოკრატებად ვარგიან და არც ავტოკრატებად - ცქიტიშვილი
რთულია ლოგიკური ჯაჭვი დაიჭირო “ოცნების“ ქმედებებში, რადგან ყოველთვის ცდილობენ ერთი წარუმატებელი ქმედება ალტერნატიული ნაბიჯებით გადაფუთონ, ოღონდ არ გამოჩნდეს, რომ რაღაცაში სუსტების არიან, - ასე აფასებს პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი „ოცნებაში“ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს.
მისი თქმით, “ეს არის პრემიერის შესუსტება, რადგან მის მიერ შექმნილ გარემოში, მას უწევს ისეთი გადაადგილებების გაკეთება, რომელიც მას ასუსტებს.“
ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შემადგენლობა ამ ხელისუფლების წარუმატებელია, ბევრი მიმართულებით, რომელმაც ვერანაირი კონკრეტული ამოცანა ვერ შეასრულა.
ეს არის “ქართული ოცნების “ყველაზე სუსტი და უშედეგო მთავრობა, რომელმაც ვერანაირი კონკრეტული ამოცანა ვერ შეასრულა. ღარიბაშვილის მთავრობა ბევრად უფრო ეფექტური იყო, გარკვეული მიმართულებით. ღარიბაშვილის მთავრობამ, არ ეკუთვნოდა, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა ქვეყანა, ესენი იძახიან, რომ ზღვის ქვეყანა ვართ და ევროკავშირის საერთაშორისო პროექტებზე უარს ვერ იტყვისო და ამით უნდათ გაძრენ, მაგრამ არ გამოვა, 10 ქვეყნა დგას გაწერვიანების რიგში და ყველას მიმართ ასეთი კომპრომისი თუ გაატარა, უბრალოდ დაიშლება. ესენი არც დემოკრტებად ვარგიან და არც ავტოკრატებად, ესენი შეუმდგარი ხელისუფლებაა ყველა მიმართულებით, ამას რაც მალე დაინახავს ივანიშვილი, უკეთესია. თუმცა, მისი ბრალია, თვითონ ავალებდა,- განაცხადა პოლიტიკოსმა.
ცქიტიშვილიმა რამდენიმე დღის წინ “ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის შეკრებაზე ცოტნე ივანიშვილის განცხადებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ როდესაც ივანიშვილს რაიმე “ტრიუკის“ გაკეთება უნდა, საქმეში შვილებიც შემოჰყავს.
ეს არის ახალი პერფორმანსი, სადაც სხვადასხვა მოთამაშეები შემოიყვანა, ვის საბოლოო ჯამში, რა როლი ექნება, რითი დააბალანსებს, როგორ შეუცვლის ფუქნციებს, ძნელი სათქმელია, - თქვა მან.
მისი თქმით, ცოტნე ივანიშვილის განცხადებები ნიშნავს რამდენიმე ფლანგით თამაშის წამოწყებას ივანიშვილის მხრიდან, სადაც ყველაზე სანდო შვილის ფლანგია.
ეს მიგვანიშნებს იმას, რომ ის არ არის კმაყოფილი იმით, რა შედეგამდეც მიგვიყვანა მათმა მტრულმა დამოკიდებულებამ პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნით. დარწმუნებული ვარ “ოცნებამ“ იცის, რომ მისი ამომრჩეველი არ არის კმაყოფილი იმით, რა ქვეყანაც შექმნეს, - განაცხადა ცქიტიშვილმა.