ვინ განიხილება სულხან თამაზაშვილის შემცვლელად?

22.04.26 13:56
ვინ განიხილება სულხან თამაზაშვილის შემცვლელად?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ახალი კანდიდატის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. სულხან თამაზაშვილის ძალოვან უწყებაში დაბრუნების შემდეგ, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ დაიკავებს რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელის თანამდებობას.

„პირველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად განიხილება ზურაბ პატარაძე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებს. პატარაძე აჭარის მთავრობას უკვე ხელმძღვანელობდა 2016 წელს.

არსებული ინფორმაციით, იგი ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილითან ერთად გამოჩნდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევი შეხვედრის დროს.

"პირველები" დილიდან ცდილობს ზურაბ პატარიძესთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

არსებული ინფორმაციით, პატარიძესთან ერთად ამ პოსტზე კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. საუბარია "ხალხის ძალის" დეპუტატზე, ზაალ მიქელაძეზე. ის წლების განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

აღნიშნულ საკითხზე "პირველები" მიქელაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს და გეგმავს, ამ პოზიციაზე უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს მხარი ცოტანე ანანიძეს დაუჭიროს.

თავად ცოტნე ანანიძეც ამბობს, რომ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა იმ გარემოებას, რომ ამ პოსტზე თამაზაშვილი შესაძლოა სწორედ მან შეცვალოს, არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

დავუტოვოთ მკითხაობის შესაძლებლობა ოპოზიციას, იმიტომ, რომ შესაძლებელია, საინტერესო ვერსიები წარმოადგინონ, ყველაფერი კანონის დაცვით, პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ იქნება ცნობილი, - ამბობს ცოტნე ანანიძე. 

"პირველების" ინფორმაციით, თამაზაშვილის შემცვლელად კიდევ რამდენიე ადამიანის კანდიდატრა დასახელდა. საუბარია თორნიკე ფაღავაზე, ლევან დიასამიძესა და რამაზ დოლიძეზე. 

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ  გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება. 

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.  საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება -  ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.