მაიკლ ო'ფლაერტის ევროსაბჭოში უსმენენ - რას ამბობს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში ადამიანის უფლებათა კომისარს უსმენენ. მაიკლ ო ფლაერტიმ მისი ანგარიშის გაცნობისას სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ამის შემდეგ კი მას კითხვები დაუსვეს, მათ შორის საქართვველოს შესახებ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგნლები დაინტერესედნენ, რა ინფორმაციით ჩავიდა საქართველოდან სტრასბურგში ო ფლაერტი. ასევე დაინტერესდნენ შეხვდა, შეხვდა თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პატიმარს.
- შეგახსენებთ, რომ ო ფლაერტი საქართველოში ერთი კვირის წინ იმყოფებოდა.
კითხვა: მინდა გკითხოთ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე, რომელიც საქართველოს შეეხება. ეს ანგარიში მოუწოდებს საქართველოს სასწრაფოდ და უპირობოდ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, ისევე როგორც ჟურნალისტები. აპირებთ თუ არა, რომ გადადგათ დამატებითი ნაბიჯები რომ მხარი დაუჭიროთ ამ ადამიანების გათავისუფლებას და ასევე მაინტერესებს გქონდათ თუ არა მცდელობა შეხვედროდით რომელიმე პოლიტპატიმარს თქვენი ბოლო ვიზიტისას?
ო ფლაერტი: საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ძალიან სერიოზულად ვუყურებ. ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც უკვე ორჯერ ვესტუმრე მას შემდეგ, რაც ეს მანდატი მაქვს. გასულ კვირასაც იქ ვიყავი, სადაც ვისაუბრე პოლიციის სისასტიკის გამოძიების აუცილებლობაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებზე გაზრდილი ზეწოლის საკითხს განვიხილავდი. გუშინ განცხადება გავავრცელე, რომელშიც ამ საკითხებს შევეხე. მომდევნო კვირებში გაცილებით დეტალურ განცხადებას გამოვაქვეყნებ. თქვენ დამისვით კითხვა, შევხვდი თუ არა ხალხს - დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი ვიზიტების დროს შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, ვიზიტის მიღმაც შევხვდი, ასევე პოლიტიკოსებს აქ, სტრასბურგში. გავაგრძელებ მუშაობას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმ პირთა გათავისუფლებაზე, რომლებიც ციხეში არ უნდა იყვნენ.