"იგივე ადამიანებს ატრიალებს ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა თანამდებობებზე... რეალურად ცენტრში რჩება მხოლოდ ის" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook live-ში, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს, სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" გუნდში როტაციები ისე ჩანს, თითქოს "ეძებენ ახალ სისხლს", რაც ვერ ხერხდება და "ერთი და იგივე ადამიანებს ატრიალებს ბიძინა ივანიშვილი", თუმცა რეალურად ცენტრში რჩება მხოლოდ ის [ივანიშვილი].
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მსგავსი როტაციის პრინციპი დამახასიათებელი იყო სტალინის რეჟიმისთვის, რათა კადრებს, რომლებიც მის გუნდს ქმნიდნენ, არ ჰქონოდათ განცდა, რომ იყვნენ შეუცვლელები.
მე მგონი, რომ დიდად კავშირში ეს უსაფრთხოების სამსახურთან არ არის, როგორც იმასთან, რომ რეჟიმის ნიშანი, მახასიათებელი ის არის, რომ ეს გაუთავებელი ცვლილებები, გაუთავებელი როტაციები ისე ჩანს, რომ ვითომ ეძებენ ახალ სისხლს, განახლებას, ვერ და ვერ ხერხდება და ერთი და იგივე ადამიანებს ატრიალებს ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა თანამდებობებზე, ხან ვიღაცას ციხეში სვამს, ხან უცვლის თანამდებობას და რეალურად ცენტრში რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი.
სხვათა შორის ეს პრინციპი, როტაციის პრინციპი, როგორც ასეთი იყო ცნობილი, იყო დამახასიათებელი სტალინიზმის და სტალინის რეჟიმის იმისთვის, რომ ის კადრები, რომლებიც ქმნიდნენ მის გუნდს, მათ შორის არავის არ ჰქონოდა განცდა, რომ იყო აუცილებელი იმ ადგილას, რასაც იკავებდა და შეუცვლელი არავინ არ იყო. ეს არის მთავარი ამ როტაციების პრინციპი.
ამავე დროს, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ არის საკმაოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი უსაფრთხოების მიმართ უნდობლობა. ეს გამოიხატება "ცის დახურვის" გადაწყვეტილებაში, რომელიც მისი სახლის ზემოთ დაიხურა აბასთუმანში. გაგვახსენდება, ის როგორ დადიოდა სხვადასხვა საარჩევნო მიტინგებზე და როგორ იყო ჩაკეტილ სივრცეში, რომ არაფერი დამუქრებოდა. ეს განცდა არის და ეს არის დამახასიათებელი ყველა დიქტატორის, მითუმეტეს ბოლოსკენ რომ მიდის რეჟიმი მაშინ ჩნდება ეს შიშები, უნდობლობა ყველასი და პრაქტიკულად, დღეს, ბიძინა ივანიშვილი მის ირგვლივ მყოფი კადრებიდან არავის არ ენდობა. ვიღაცას იმორჩილებს ბოლომდე, ეს არის კობახიძის როლი, რომ იყოს სრულიად დამორჩილებული და ასრულებდეს ბიძინას ნებისმიერ სურვილს. სხვები, ჯერ-ჯერობით, ყველას შეიძლება შემცვლელი მოუძებნო და არავინ არ არის მუდმივად რომელიმე ადგილზე, არავინ არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი ადგილი არის მუდმივი და ის ფული, რაც იშოვა, ბიძინას რეჟიმის მეშვეობით, ის ფული დარჩება, ამისი გარანტიაც არავის არ უნდა ჰქონდეს, ამისი მაგალითი ბაჩიაშვილით დაწყებული კორუფციისთვის დაჭერილი ადამიანები არიან," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს აქვს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილს ოჯახის წევრების პოლიტიკაში მოსაყვანად ნიადგაის მომზადება აქვს დაწყებული.
"დღეს უკვე არის ფორმები, რომ ეს გადავიდეს რაღაცა ფტმის ოჯახურ ავტოკრატიაში, როცა ბიძინა ივანიშვილს გამოჰყავს თავისი შვილები წინა პლანზე, თავისი ოჯახი წინა პლანზე" - თქვა ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში.