მიხეილ სააკაშვილი გიგა ლემონჯავას პასუხობს
"პრობლემა ის კი არაა, რომ მე თავს ლიდერად ვაცხადებ - ლიდერს ხალხი ასახელებს და ისტორია ადასტურებს" - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "დროას" და "ოპოზიციის ალიანსის" წევრის, გიგა ლემონაჯავას განცხადებას.
მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ლემონჯავამ თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილმა თავი ერთპიროვნულ ლიდერად გამოაცხადა".
გადავწყვიტე აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის ამბობს, რომ ოპოზიციის ალიანსს ყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები - "მაგრამ არსებობს ლემონჯავას კატეგორიის ხალხი, რომლებიც გაჭედილია იმიტომ, რომ თვითონ კი მიაჩნიათ თავი პოლიტიკოსად, მაგრამ მათ გარშემო არავინ აღიარებს ამას".
გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი.
ეს რომ მტკნარი სიცრუეა, ძალიან ადვილი შესამოწმებელია ჩემი ყველა პოსტის და საჯარო განცხადების ნახვით.
მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი - პრობლემა ის კი არაა, რომ მე თავს ლიდერად ვაცხადებ - ლიდერს ხალხი ასახელებს და ისტორია ადასტურებს, არამედ ის, რომ ლემონჯავა და ზოგიერთ სხვას მართლა მივაჩნივარ ლიდერად და ეს ფაქტი მათ სასტიკად აღიზიანებთ და ფიქრობენ - რა სულ მიშა, რით ვერ დადგა ჩვენი დრო?
სინამდვილეში მიმაჩნია, რომ ალიანსს ყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, ნაცმოძრაობას ხომ მთელი თანავარსკვლავედი ( ძირითადად ციხეში).
მაგრამ არსებობს ლემონჯავას კატეგორიის ხალხი, რომლებიც გაჭედილია იმიტომ, რომ თვითონ კი მიაჩნიათ თავი პოლიტიკოსად, მაგრამ მათ გარშემო არავინ აღიარებს ამას და ამ ამბავს საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, ხოდა ისევ „არ დავუშვებთ მიშას ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადებას!“ აწვებიან.
ნუ, ჩემი აზრით ამას მალე დაემატება „მიშა გადადექი“-ც.
გადავწყვიტე აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც.
ენის მოჩლექის დრო ნამდვილად არ გვაქვს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.