"დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი" - მამუკა მდინარაძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სუს-ში "მოსმენები" გაზრდილია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, პირობითად თუ აქამდე 100 ტელეფონს უსმენდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უსმენენ პირობითად 250-ს.
მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალების გუნდი, რომელსაც სჭირდებოდა კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და სწორი მიმართულების შემთხვევაში ჩვენ გვყავს ადამიანები, ფარული თუ ღია თანამშრომლები, რომლთათვისაც სწორი მიმართულების მიცემის შემთხვევაში გაძლევს უდიდესს შედეგს...
[თუ ერთი წლის წინ] შედიოდა პირობითად 100 ინფორმაცია, ახლა შედის 3000-ზე მეტი... დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე... თუ ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები, ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგი. პირობითად, 100 ტელეფონს უსმენდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უსმენენ პირობითად 250-ს. სამაგიეროდ, ინფორმაციის ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ," - თქვა მამუკა მდინარაძემ. [შიფრი: "რადიო თავისუფლება"]
ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება.
მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება - ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.