"თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები" - კობახიძე სანქციებზე
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას უნგრეთში, ვიქტორ ორბანის დამარცხების შესახებ კითხვებს უპასუხა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ "ხალხს და ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში". ამასთან მანვე აღნიშნა, რომ მათი მხარდამჭერი, მხოლოდ უნგრეთი არ ყოფილა.
ორბანს მადლობა გადავუხადე მისი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ხალხის და ქვეყნის მიმართ. მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ხალხს და ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ლობისტები, ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში, ევროკავშირში. მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი, სხვებიც გვიჭერდნენ მხარს, ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ქართველ ხალხს კვლავ ეყოლება მხარდამჭერები ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში," - განაცხადა კობახიძემ.
"პირველების" ჟურნალისტს კითხვაზე ელოდება თუ არა სანქციებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს არ ველოდები," - თქვა კობახიძემ.