კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა

28.03.21 09:32
კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია.

 დანიელსონის ხელმძღვანელობით  მედიაციის პროცესი  "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ორშაბათიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ  კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.