"იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია საკუთარ ისტორიულ მისიას ღირსეულად გააგრძელებს" - სალომე ზურაბიშვილი

28.04.26 12:53
"იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია საკუთარ ისტორიულ მისიას ღირსეულად გააგრძელებს" - სალომე ზურაბიშვილი

"იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია საკუთარ ისტორიულ მისიას ღირსეულად გააგრძელებს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა

მისივე განმარტებით, საქართველოს ეკლესიის ისტორიული მისია დამოუკიდებლობის გამყარება და საზოგადოების გაერთიანებაა. 

იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია საკუთარ ისტორიულ მისიას - საქართველოს დამოუკიდებლობის გამყარება - და პატრიარქის გზას - საზოგადოების გაერთიანება- გააგრძელებს ღირსეულად!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.

გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები