ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა - მეუფე საბა

28.04.26 11:37
ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა - მეუფე საბა

 

 

მე პირადად, ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა - ასე უპასუხა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ, მეუფე დანიელ დათუაშვილის ასაკთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

  •  ცნობილია, რომ კენჭისყრის დაწყებამდე განხილვის საკითხი იქნება, მიტროპოლიტ დანიელს (დათუაშვილი) ექნება თუ არა არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. 
  • ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვითაც, პატრიარქობის კანდიდატი ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა; უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება.

რაც შეეხება პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატებს სასულიერო პირმა სინოდის სხდომის დაწყებამდე ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა: "თქვენ რაც იცით, ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა ყველა ის, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმს, მათ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა". 

მეუფე დანიელს უსრულდება 71 წელი, ის უკვე არის 70 წლის, რა თქმა უნდა, წინა სინოდზე იყო ამაზე საუბარი, საბოლოოდ დღეს გაეცემა პასუხი. მე პირადად, ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა"- თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.

გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები