"ქართული ოცნების" წევრები არ ამბობენ, როდის დაიკლებს ფასები პროდუქტებზე
"ქართული ოცნების" წევრები არ ამბობენ, როდის დაიკლებს ფასები პროდუქტებზე.
"TV პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს, "ხალხის ძალის" წევრი, ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება უნდა შეიზღუდოს.
მე გამოსავალს ვხედავ მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შეზღუდვაში" - ამბობს ეკა სეფაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრის, ლადო ბოჟაძის მტკიცებით, საწვავზე ფასის მატება ჰორმუზის სრუტეში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
მისივე თქმით, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ფასები გაიაფდეს, ყველაფერს გააკეთებენ.
როგორც სამთავრობო კომისიამ, ასევე საპარლამენტო კომისიამ მუშაობა უნდა დაასრულოს აპრილში და ამის შემდეგ იქნება ის შედეგები, რასაც ელოდება საქართველოს ყველა მოქალაქე. საწვავის გაძვირების მიზეზი არის ამერიკა-ირანს შორის კონფლიქტი, ეს იცის მთელმა საქართველომ ასე, რომ მოქალაქეებს ვერ დააჯერებთ რომ საწვავის გაძვირება ვინმეს ბრალია.
რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ფასები გაიაფდეს, ყველაფერს გააკეთებენ," - ამბობს ლადო ბოჟაძე.