"რა სისულელეს ლაპარაკობ, გოგო? რა დროს ხაბეიშვილია?" - "ხარებას" პირველი კომენტარი

30.04.26 16:59
"რა სისულელეს ლაპარაკობ, გოგო? რა დროს ხაბეიშვილია?" - "ხარებას" პირველი კომენტარი

 

 

ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე - გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" არ ამბობს, დაკითხა თუ ჯგუფური ანგარიშსწორების საქმეზე გამოძიებამ. 

"პირველები" დარბევების ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელებულ "ხარებას" მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მარიამ დოლიძემ ის პირები დაასახელა, ვინც, მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2024 წლის 1-ელ მაისს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდნენ. 

 "რა სისულელეს ლაპარაკობ, გოგო? რა დროს ხაბეიშვილია?" - უთხრა ზვიად ხარაზიშვილმა "პირველებს".

ცნობისთვის, როგორც მარიამ დოლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2024 წლის 30 აპრილს, ადგილზე, სადაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე ანგარიშსწორება ხორციელდებოდა, იმყოფებოდნენ "ხარება" და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე

ენმ-ის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე დასახელდა 4 ახალი გვარი - მათ შორის იყო მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი - დავით ყამარაული.

"პირველებმა" დღეს ყამარაულთან სატელეფონო კავშირზე გასვლაც მოახერხა:

მე რატომ უნდა გამოვკითხულიყავი? არა მე არ ვყოფილვარ, გეშლებათ- უთხრა "პრიველებს" დავით ყამარაულმა. 

რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"

მომხდარიდან ორი წლის თავზე, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ გამოძიებას მომხდარ ფაქტზე თავდამსხმელების იდენტიფიცირების პრობლემა ჰქონდა.

მემგონი იყო მასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება გაკეთებული, რომ იდენტიფიცირების პრობლემა არსებობდა.  სხვა არვიცი. შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის უწყებას და გეტყვიან ზუსტად დეტალებს აღნიშნულთან დაკავშირებით. იდენტიფიცირების პრობლემა არის როგორც მოვისმინეთ. მე გახლავართ ქალაქის მერი და კონკრეტული შეკითხვა თქვენ უნდა დაუსვათ საგამოძიებო უწყებსი წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, მიიღებთ შესაბამის პასუხს", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სასტიკი ანგარიშსწორებიდან მეორე დღეს, 2024 წლის პირველ მაისს ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში ეტლით მივიდა და თქვა: "ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო"
 

მსგავსი სიახლეები