"იმედის" ყოფილი მფლობელის საჯარო აღიარება - ინტერვიუ, რომელმაც "პროპაგანდა ჩამოშალა"

30.04.26 20:12
"იმედის" ყოფილი მფლობელის საჯარო აღიარება - ინტერვიუ, რომელმაც "პროპაგანდა ჩამოშალა"

"ქართულ ოცნების" მხარდამჭერმა ბიზნესმენმა, "ქართული ოცნების" პროპაგანდა ჩამოშალა - ასე აფასებენ, ირაკლი რუხაძის იმ განცხადებებს, რომელიც  სანქცირებული იმედის ყოფილი მფლობელმა კაცმა ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა.

რუხაძე  პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ფული არ შემოდის. არადა, წლებია ივანიშვილის გუნდი თავს იწონებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ეკონომიკური ზრდით. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი განმარტავს, რომ რა მონაცემებსაც ვხედავთ, ეს რეალობას არ ასახავს.  

რუხაძის ამ განცხადებების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" ლამის დაივიწყეს - "ვინ არის ირაკლი რუხაძე" - იკითხეს დღეს მმართველ გუნდში.

ირაკლი რუხაძე არ მალავს იმასაც, რომ "ლიბერთი ბანკის" მიყიდვა მას ევროპული კორპორაციისთვის სურდა.  მოლაპარაკებები დაიწყო და ყველაფერი ფინალში მიდიოდა, როდესაც უთხრეს არა. მიზეზი საქართვლოში არსებული არასტაბილურ პოლიტიკური გარემოა. 

რუხაძე ქართული ოცნებისთვის რიგითი ბიზნესმენი არ არის, ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად ფლობს ცემენტის ბიზნესს ქვეყანაში.  არის ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი მისი ეს განცხადებები სრული მოულოდნელობა იყო "ქართული ოცნებისთვის".  

ინვესტიციები და რუხაძის აღაირება - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები