გია ვოლსკი ირაკლი რუხაძეზე: ეს ის არის ხომ, “იმედის“ მფლობელი რომ იყო

30.04.26 18:17
გია ვოლსკი ირაკლი რუხაძეზე: ეს ის არის ხომ, “იმედის“ მფლობელი რომ იყო

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ ქვეყანაში “გარე ფული საერთოდ არ შემოდის“,  “ქართულ ოცნებაში“ ირაკლი რუხაძის გახსენება უჭირთ. გია ვოლსკი რუხაძეზე კითხვის დასმის შემდეგ ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდეგ გაახსენდა, რომ “ის „იმედის “ მფლობელი იყო.“

“ეს ის არის ხომ, იმედის მფლობელი რომ იყო“- თქვა მან.

ვოლსკი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ უცხოურ ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში. მისი თქმით, საკმაოდ სერიოზულად განვითარდა ბიზნესი და შიდა ინვესტიციები არის საკმაოდ დიდი.

ირაკლი რუხაძე არ არის ის კაცი, რაღაც ჰაერიდან მოიტანოს... ეს ის არის ხომ, იმედის მფლობელი რომ იყო. მხარდამჭერია თუ მოწინააღმდეგე, რა ვიცი. საკმაოდ სერიოზულად განვითარდა ბიზნესი. რეალურად ის, რომ შიდა რესურსი არის სერიოზულად გაზრდილი და შიდა ინვესტიციები არის საკმაოდ დიდი, ეს ფაქტია, მაგრამ კიდევ მეტ ინვესტიციას რომ ველოდებით, რომელიც განაპირობებს გაცილებით უკეთეს მდგომარეობას, -  განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუხაძე ერთ-ერთ ინტერვიშუი ამბობდა, რომ "ლიბერთი ბანკი" დასავლეთევროპულ ბანკს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო ვერ მიყიდა.

  • "ბაზისბანკი" ჩვენი პირველი და საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა. საუკეთესო ვერსია იყო ერთი დიდი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც ბევრჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთელი საქართველოს საბანკო სისტემა. მათ „ლიბერთი“ ძალიან აინტერესებდათ; ძაან საინტერესო გარიგება იქნებოდა და ჩაიშალა იმიტომ, რომ აქ დაიწყეს პოლიტიკური გამოსვლები და მათ ფაქტობრივად მიწერრეს, აქ არ ჩამოხვიდეთ, აქ ცუდია და რაღაცა. გარეთ ისეთი სურათი გადიოდა, რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ამ ბანკის ნორმალურად გაყიდვა და მაინც ლაპარაკი მოგვიწია საქართველოში უკვე ვინც იყო ისეთ ბაკთან. აქედან რომ გადის ისტორიები, რომ ამერიკელებს აგდებენ, გერმანელი გააგდეს, მარტო ჩინელებს აძლევენ, ამით ყველას გიგდებენ ღირებულებებს. რაც ტყუილია სხვათაშორის, არავინ არ გაუგდიათ და ჩინური ფული არ შემოსულა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. იმიტომ, რომ გაურკვეველი ქვეყანაა, ბავშებს წამლავთ ქუჩაში და რაღაცა სიგიჟეები, რომლის გამო  მარტო მე კი არ დამარტყა, გარე ფული საერთოდ არ შემოდის - არც ჩინური, არც რუსული, არც ამერიკული, არც ჰოლანდიური, არც ინგლისური. 86% არის ჩვენი ფული და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ფული არ გვაქვს", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ. 

მსგავსი სიახლეები