როდესაც პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები უმაღლეს წერტილზეა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აღარ არსებობს - ხიდაშელი

30.04.26 18:35
როდესაც პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები უმაღლეს წერტილზეა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აღარ არსებობს - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ “ოცნება“ იქაც კი, სადაც ცდილობს საკუთარი პოლიტიკა წარმატებულად გაასაღოს, სრული კატასტროფა ხდება. 

ხიდაშელს ირაკლი რუხაძის განცხადებები არ უკვირს და ამბობს, რომ მას ახასიათებს პირდაპირი საუბრები და ძალიან ხშირად წინა პლანზე სწორედ პირადი ინტერესი აქვს წამოწეული.

თადაცვის ყოფილი მინისტრი ქვეყანაში არსებულ არასტაბილუობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ არ მოდის უცხოური ინვესტიციები.

რუხაძეს ახასიათებს როყიოდ პირდაპირი საუბარი სხვადასხვა თემებზე და ძალიან ხშირად, საუბრის დროს, პირადი ინტერესი წინა პლანზე აქვს ხოლმე წამოწეული, იქაც კი, სადაც “ოცნება“ ცდილობს, გაასაღოს საკუთარი პოლიტიკა, როგორც წარმატება, იქაც კი სრული კატასტროფა და იმ ფლანგზეც კი სრული მარცხი აქვს. მოშლილია სტრატეგიული თანამშრომლობა შტატებთან, ევროკავშირთან, 2023 წლიდან გამუდმებით გვეუბნებიან იმაზე, რომ საოცარი აღმასვლა გვაქვს ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩინეთთან, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არაფერი ხდება ჩინეთთან აღმასვლის ნაწილში, ერთადერთი რამ ხდება, რომ ჩინეთი მაქსიმალურად შეიწოვს ყველა რესურსს, რომელიც საქართველოში არსებობს, საკუთარი სარგებლისთვის. როდესაც რისკები ასეთი მაღალია, პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები უმაღლეს წერტილზეა და წითელი ფერითაა მონიშნული, გასაკვირი არ არის, რომ ბიზნესი, რომელიც ყველაზე უფრო სენსიტიურია ასეთი რყევების მიმართ, არ მოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ის უბრალოდ აღარ არსებობს, - ამბობს თინა ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები