მიმდინარეობს თუ არა ფარული მოლაპარაკებები მოსკოვთან ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე?
კახა კალაძის სიძე, პაატა აბულაძე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტად გაფორმებული. ლავროვის უწყების ყოველდღიურ ბრიფინგზე ის თავს "ტვ პლიუსის" ჟურნალისტად გვაცნობს და კითხვას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებაზე სვამს. მარია ზახაროვა პასუხად უკვე დაწერილ ტექსტს კითხულობს. კითხვა-პასუხი წინასწარ შეთანხმებულია.
ჟენევის ნაცვლად მინსკი - კრემლი საერთაშორისო მოლაპარკებების ადგილმდებარეობის ცვლილების საკითხს ისევ ააქტიურებს. ზახაროვას თქმით, ამ თემაზე მუშაობა გრძელდება. ამ ფრაზამ კი გააჩინა კითხვა ხომ არ აქვს "ქართულ ოცნებას" რაიმე ფარული მოლაპარაკებები ოკუპანტ ქვეყანასთან. ამ ეჭვებს ოპოზიციისთვის კიდევ უფრო აღრმავებს ის, რომ ფორმატის ცვლილებაზე ზახაროვასთან კითხვის ავტორი კახა კალაძის სიძეა. დედაქალაქის მერი "პირველების" ამ კითხვაზე დღეს გაბრაზდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის უწყების შემოთავაზებას ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს, ივანიშვილის გუნდში კი გვარწმუნებენ, რომ ფორმატის ცვლილებაზე კრემლთან ფარული მოლაპარაკებები ფორმალურად არ მიმდინარეობს, თუმცა არავინ იცის, არიან თუ პროცესში ჩართული არაფორმალური პირები. აქვე ირკვევა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებით ზახაროვას მსგავსად, ქართული ოცნების ნაწილიც უკმაყოფილოა.