"პილატეს სასამართლო" - სასახლის ღობის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა, 7 მაისს გამოცხადდეს

30.04.26 20:32
"პილატეს სასამართლო" - სასახლის ღობის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა, 7 მაისს გამოცხადდეს

საქართველოს წინაშე იქნება დანაშაული, განაჩენი გამოუტანა ადამიანს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია - ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლეს, რომელმაც ზუსტად ერთ კვირაში განაჩენი უნდა გამოუტანოს სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 10 ბრალდებულს.

ირაკლი ხუსკივაძეს დასკვნით სხდომაზე განსასჯელის სკამიდან ჩხვიკია უხსნიდა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ 6 წამიანი ეს ვიდეო მასალა დევს და ამ კადრების საფუძველზე სურს პროკურატურა ციხეში 6 წლით გამოკეტოს. 

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გარდა, ბრალდებულ ჩხვირკიას გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება, თუმცა მტკიცებულებები ადვოკატების თქმით, პროკურატურას არც ბრალდების ამ ნაწილში აქვს.

უფლებადამცველების თქმით, სახელმწიფო ბრალდების მიერ საქმეში ჩადებული ვიდეო-მასალითაც კი დასტურდება, რომ ჩხვირკიას სასახლის ეზოში არ შესულა. 6თვეა, სასმართლოში ბრალდებული ბრალდების დამადასტურებელ სათვალთვალო კამერებს ჩანაწერებს ითხოვდა, თუმცა ისე სრულდება საქმის განხილვა რომ პროკურატურამ  ვერაფერი იპოვა.  

პილატეს სამართალს შეადარა დღეს პაატა მანჯგალაძემ პროკურატურის მცდელობა გაასამართლონ როგორც 4 ოქტომბრის დიდი შეკრების ორგანიზატორად. დაპატიმრებული პოლიტიკოსი 6 თვეა, სასამართლოს უხსნის, რომ არც აქციის ორგანიზატორი ყოფილა, არც აქციის გეგმაზე იცოდა რამე და მეტიც ათონელის სასახლესთან საერთოდ არ ჩასულა.

სავარაუდოდ 1 კვირაში ბოლო დროის ერთ-ერთ  ყველაზე ხმაურიან საქმეზე ვერდიქტი გამოცხადდება, ამიტომ დაცვის მხარეს  ბოლო შანსი აქვთ სასამართლოს დაანახოს ის მიჩქმალული ამბები რომლიც გაცხადებას პროკურატურის ინტერესში არ არის. რა მოტივაციით შევიდა ათონელის სასახლეში პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამაზე დღეს ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ისაუბრა და გაახსენა  სასამართლოს რომ დაპატიმრებული პოლკოვნიკმა სასახლის ეზოს ტერიტორიიდან პაატა ბურჭულაძე გამოიყვანა და მისი მხრიდან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილება მოითხოვა ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატმა. გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რომელიც ახლა ემიგრაციაშია სასამართლოს ვერდიქტს შტატებში მოისმენს, ისე რომ მას საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიეცა შესაძლებლობა თავი ემართლებინა. ბრალდებული შაიშმელაშვილი ადვოკატი ფიქრობს რომ საქმე ყოფილი ძალოვნის მიმართ პოლიტიკური მოტივის გამო აღძრეს.

პოლიტიკური ლიდერების პროცესი- ნანუკა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები