სად ხედავს ზურაბიშვილი "ოცნების" დამარცხების გზას?
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს გამარჯვების სტრატეგიას სთავაზობს. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციური ფლანგის გაერთიანება მხოლოდ კონკრეტული ამოცანის გარშემო უნდა მოხდეს. არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი ბრძოლა პარტიებმა ინდივიდუალურად უნდა გააგრძელონ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება ოპოზიციის ნაწილში გაღიზიანებას იწვევს. ალიანსი მეხუთე პრეზიდენტს საჯარო საუბრების ნაცვლად პარტიებთან მეტ კომუნიკაციას ურჩევს და პოზიციების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის მიმართ რეკომენდაციები მითითებად აღიქვეს და გვითხრეს, რომ ზურაბიშვილის სურვილი ახლა რეალური სტრატეგიის შემუშავება, არამედ ხალხთან პოლიტიკური ქულების დაწერაა.
ალიანსი ფიქრობს, რომ მათი გაერთიანება შესაძლოა, საერთო სიამდეც მივიდეს, თუმცა ამ გეგმას გამორიცხავენ ალიანსის მიღმა პარტიები. გიორგი გახარიას გუნდი გამორიცხავს ძალების გაერთიანებას და ბრძოლის სტრატეგიაზე ერთობლივ მუშაობასაც კი გამორიცხავს. ზურაბიშვილს ისინიც საყვედურობენ. მეხუთე პრეზიდენტისგან არჩევნებზე შეცვლილი პოზიციის აღიარებას და მობოდიშებას ელიან.
მეხუთე პრეზდენტს წარსულ შეცდომებს "ლელოდანაც" ახსენებენ.
სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკლური აქტორის არსებობა აღიზიანებს "ოცნებას". განცხადბები კავშირები და ქუჩის აქციებზე დგომა, არის ის რის გამოც ზურაბიშვილი თავდასხმის მსხვერპლი არა ერთხელ გამხდარა, კალაძე დღეს ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის ზურაბიშვილი.
ქართულ ოცნებას კრიტიკას არც ზურაბიშვილი აკლებს. ივანიშვილის მმართველობა ხალხის კითხვებზე პასუხის დროს, ბოლოს სტალინის ხელწერას შეადარა.