სინდისის პატიმრის დედა 10 ათასი ლარით დააჯარიმეს - მშობლები ტერორზე საუბრობენ

30.04.26 21:32
სინდისის პატიმრის დედა 10 ათასი ლარით დააჯარიმეს - მშობლები ტერორზე საუბრობენ

სინდისის პატიმრის დედამ დღეს შემთხვევით აღმოაჩინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტროტუარზე დგომის გამო, 10 ათასი ლარით დააჯარიმა. თორნიკე გოშაძის დედას, რომლის ანგარიშზე სინდისის ყველა  პატიმრისთვის ხალხის გაღებული დახმარება ირიცხება, ახლა ამ ჯარიმის გამო შესაძლოა, ანგარიში დაუყადაღონ.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდის მშობელი ამბობს, რომ  გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ის რუსთაველის გამზირზე შვილის გათავისუფლებისთვის იბრძვის და პროტესტს იქ დგომით გამოხატავს. მარიზი კობახიძე ჯარიმის თანხის გადახდას არ აპირებს. ეს პრობლემას წარმოადგენს სინდისის პატიმრებისთვის, რადგან  "ნანუკას ფონდის" დაყადაღების შემდეგ, მარიზი კობახიძე ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის ანგარიშზეც მოქალაქეები და ემიგრანტები პატიმრებისთვის ფულს რიცხავდნენ, რომ ციხეში მათ საარსებოდ საჭირო ნივთების შეძენა შეძლონ. 

ასეთი რამ უკვე მოხდა ათამდე პატიმრის ოჯახის წევრის შემთხვევაში. "მასობრივი ტერორის გაგრძელება" - ასე აფასებენ მათ წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებს ადამიანები რომელებიც ახლა სამართლებრივად იბრძვიან იმისთვის რომ ყადაღა მოიხსნან.

სინდისის პატიმრების დაყადაღებული ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ახლა უკვე ფინანსური ტერორი დაიწყო.

სოფო ნიაური დეტალებით

მსგავსი სიახლეები