ფასების კომისიის დასკვნას მხარი არ დავუჭირეთ - ხუნდაძე

01.05.26 13:17
ფასების კომისიის დასკვნას მხარი არ დავუჭირეთ - ხუნდაძე

"ხალხის ძალამ" ფასების კომისიის დასკვნას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დოკუმენტი კონკრეტიკას ნაკლებად შეიცავს, რაც ცხადყოფს, რომ ის შედეგზე ვერ გავა. 

ჩვენ ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ, მხარი არ დავუჭირეთ ამ დასკვნას. ის კარგი სამეცნიერო ნამუშევარია, მაგრამ ნაკლებად შეიცავს კონკრეტიკას და ვერ ქმნის მოლოდინს, რომ ის კონკრეტულ შედეგზე გავა და იმოქმედებს ფასების შემცირებაზე. ეს კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ უნდა კონკრეტულ შედეგზე გავიდეს. და ჩვენ და მეც პირადად, არ გვაქვს ის განცდა, რომ ის კონკრეტულ შედეგს დადებს, - ამბობს ხუნდაძე. 

მსგავსი სიახლეები