ერთმანეთს გაუფრთხილდით! - ლევან ხაბეიშვილის მიმართვა ოპოზიციას

01.05.26 13:53
ერთმანეთს გაუფრთხილდით! - ლევან ხაბეიშვილის მიმართვა ოპოზიციას

 

 

ერთმანეთს გაუფრთხილდით - ასე მიმართა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესიდან ოპოზიციურ პარტიებს და თქვა, რომ ახლა ერთმანეთის მიმართ კრიტიკის დრო არ არის.

დაკავებულმა პოლიტიკოსმა ასევე სხდომაზე "ოცნების" ხელისუფლება "ქურდებად" მოიხსენია და თქვა, რომ ივანიშვილის გუნდი მალე აუცილებლად წავა ხელისუფლებიდან. 

აბსოლუტურად ქურდების ხელში ვართ, აბსოლუტური მწამებლების ხელში ვართ, სიტყვაზე და წინააღმდეგობაზე გვიჭერენ, აზრის გამოხატვაზე გვიჭერენ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ძალიან მალე შეიცვლებით. ამისთვის გვჭირდება ერთმანეთის არძაგება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც საკუთარ თავს ოპოზიციონერს უწოდებს, არ ვაკრიტიკებ ოპოზიციას, როგორ გავაკრიტიკო ხალხი, რომლებმაც 15 წლიანი ციხე დაკიდეს მხრებზე, ძალიან რთულია იმაზე ფიქრი, რომ ხვალ შეიძლება კიდევ შენს შვილებს და ოჯახს მოგწყვიტონ და ციხეში ჩაგსვან. მე აქ ვდარდობ თითოეულ ადამიანზე, მაგრამ გარეთ ვისაც აქვს დღეს შემხებლობა, მაქსიმალურად ერთმანეთს გაუფრთხილდით და ნუ გაქვთ სასაცილო განცხადებები. დამთავრდა - მე იმას ვამბობდი, მე ამას ვამბობდი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანა მიდის უკან", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები