საკადრო ცვლილებები შსს-ში - შეიცვალა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელიც

01.05.26 14:26
საკადრო ცვლილებები შსს-ში - შეიცვალა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელიც

საკადრო ცვლილებები შსს-ში - მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

შალვა კბილაშვილი დღეს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს წარუდგინა. 

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სულხან თამაზაშვილმა სააგენტოს ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

უწყების ცნობითვე, შალვა კბილაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.