ხუნდაძე: კამპანია, თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია სამომხმარებლო პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან - არასწორია

01.05.26 14:39
ხუნდაძე: კამპანია, თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია სამომხმარებლო პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან - არასწორია

შეინიშნება კამპანია, თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია სამომხმარებლო პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან, ეს უკვე არასწორია, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ფასების კომისიის შემაჯამებელ სდომაზე ისაუბრა. 

"ჩვენ სამი თვის წინ შევიკრიბეთ იმის გამო, რომ მოსახლეობა წუხდა რომ სამომხმარებლო ფასები იყო ძალიან მაღალი და ხშირ შემთხვევაში ჩვენც ვეთანხმებოდით, რომ სხვა ქვეყნებში ფასები ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენთან, მე ვამჩნევ ახლა კამპანიას, რომ აბსოლუტურად პირუკუ არის და შეინიშნება კამპანია, თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია სამომხმარებლო პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან, ეს უკვე არასწორია, -  თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე განცხადებით, წარმოდგენილი დასკვნის მხარდაჭერა მისთვის რთული იქნება, რადგან დოკუმენტი დეპუტატებს დაგვიანებით გადაეცათ და მისი სრულყოფილი შესწავლა ვერ მოასწრეს.

ჩვენ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა პირდაპირ მინდა გითხრათ და კონკრეტული მიზეზის გამო. დოკუმენტი, რომელიც მოცულობითია და დიდი პროფესიული შრომაა ჩადებული, უბრალოდ გუშინ 9 საათზე მოგვეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ამის სრულფასოვნად გაცნობას, რომ სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეღო...

უფრო ჰგავს სამეცნიერო ნამუშევარს, რაც საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები იქნას იქნას შემუშავებული. 100-გვერდიანი დოკუმენტი, ვერ ვიტყვი რომ გამოუსადეგარია, თუმცა რეკომენდაციები ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი, -  თქვა კომისიის სხდომაზე ხუნდაძემ.

ხუნდაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი შინაარსობრივად მოცულობითია და პროფესიული მუშაობის შედეგია, მასში წარმოდგენილი რეკომენდაციები არასაკმარისად მკაფიო და ქმედითია.