ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს საქართველოს ელჩს შეხვდა

01.05.26 14:55
ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს საქართველოს ელჩს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს საქართველოს ელჩს შეხვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრა გაიმართა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში და მას ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო პლატფორმებზე მიმდინარე დებატებზე და მათ მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

მისი თქმით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებაში, რაც, მისი თქმით, ხელს უწყობს ქვეყნის პოზიციების სწორად წარდგენას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს, ცესკოს მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, შევხვდი.

შეხვედრის ფარგლებში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატები განვიხილეთ და მისი შედეგები შევაფასეთ. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროსტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა აქტუალურ საარჩევნო საკითხზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ოპერატიულად სწორი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სტრუქტურებისთვის, - წერს კალანდარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები