ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე - პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს ადამიანს, რომელმაც სავარაუდო მოძალადეები დაასახელა
პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს ადამიანს, რომელმაც ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმიდან ორი წლის თავზე, სავარაუდო მოძალადეების გვარები დაასახელა.
მარიამ დოლიძეს გვარაკიძის უწყებიდან დღეს დაურეკეს და უთხრეს რომ მისგან ინფორმაციის მიღება სურთ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დათანხმდება.
ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები გამოეკითხათ და ეს ადამიანები დაებარებინათ, მე ვარ დაბარებული გამოკითხვაზე - ეუბნება "პირველებს" მარიამ დოლიძე .
დამიკავშირდნენ პროკურატურიდან გამომძიებელი ვინმე პაატა კალანდია და მითხრა, რომ დაბარებული ვარ ლევან ხაბეიშვილის წამების ფაქტთან დაკავშირებით. გუშინ რომ ადამიანები დავასახელეთ, სავარაუდო დამნაშავეები ვინც არიან - ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები გამოეკითხათ და ეს ადამიანები დაებარებინათ, მე ვარ დაბარებული გამოკითხვაზე. ვაპირებ რომ მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან და დავიკითხები იქ. ორი წელი გახდა, რაც ლევან ხაბეიშვილს სახის ძვლები დაულეწეს. 27 წუთის განმავლობაში აწამებდნენ. ამბობდნენ, რომ უნდა მოეკლათ. ე.წ. ხელისუფლების პირობებში არანაირი იმედი არ მაქვს, უბრალოდ დადგება დრო, როდესაც "ხარება" თავის ბანდფორმირებებთან ერთად, აქციაზე რომ დარბოდნენ და ცემდნენ, აუცილებლად აგებენ პასუხს", - აცხადებს მარიამ დოლიძე.
გუშინ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე, ენმ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ განაცხადა, ხაბეიშვილზე განხორიცელებულ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გდდს სპეციალური ოპერაციების მართვის სამმართველოს თანამშორმლები, მთავარი სამმართველოს უფროსი - იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები - ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, ასევე მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი - დავით ყამარაული.
მისივე განცხადებით, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ "ხარება" და მისი მოადგილზე მირზა კეზევაძე. მარიამ დოლიძე ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის გვარსაც.