"გირჩი - მეტი თავისუფლებამ" შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯადო გაუკეთა

14.11.21 14:32
"გირჩი - მეტი თავისუფლებამ" შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯადო გაუკეთა

"გირჩი - მეტი თავიუფლებამ" შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯადო გაუკეთა - პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოყვანილ მჩხიბავს ჯადოს იქამდე არ მოახსნევინებენ, ვიდრე პარტიის წევრები პატიმრობიდან არ გათავისუფლდებიან.

ირკვევა, რომ "სტელა" სპეციალურად  სტამბოლიდან ჩამოიყვანეს. მეტიც, ის მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.

ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო.  იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის. 
 

ჩვენი მოთხოვნა არის  “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს- წერია განცხადებაში.