ცხოვრება კიდევ დიდხანს არ გაიაფდება - რა დაადგინა ფასების კომისიამ

01.05.26 20:10
ცხოვრება კიდევ დიდხანს არ გაიაფდება -  რა დაადგინა ფასების კომისიამ

მიუხედავად დაპირებებისა, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.

კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების სწრაფად მოგვარება შეუძლებელია.

104-გვერდიანმა დოკუმენტმა ვერ დაადგინა კარტელური გარიგებები ან ფასების ხელოვნური ზრდის სქემები. "ოცნების" ხელისუფლება მანამდე ამტკიცებდა, რომ მაღალი ფასების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ქსელურ მარკეტებსა და დისტრიბუტორებს შორის ფარული შეთანხმებები იყო, თუმცა კომისიის დასკვნა სხვა მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას.

დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, კომისია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი და მკაცრი ჩარევა არ იქნება ეფექტური და რეკომენდაციას „რბილი რეგულირების“ მიმართულებით გასცემს.

დასკვნა დაპირისპირების ფონზე იქნა განხილული. ოპოზიცია, მათ შორის გიორგი გახარიას გუნდი, მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა კონკურენციის ნაკლებობა და კორუფციაა, რაც, მათი თქმით, დოკუმენტში სათანადოდ არ არის ასახული.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები