სლაიდი “ოცნების“ ბოლო შიდა კვლევიდან, ციფრებს შეხედეთ - ნიკა გვარამია ფოტოს აქვეყნებს

01.05.26 18:48
სლაიდი “ოცნების“ ბოლო შიდა კვლევიდან, ციფრებს შეხედეთ - ნიკა გვარამია ფოტოს აქვეყნებს

კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარმია სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ შიდა კვლევების სლაიდის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, ზუსტად ასახავს რეალობას და ჩანს, რომ ოპოზიცია “ოცნებას“ დიდი სხვაობით ამარცხებს.

მისი თქმით, სწორედ ამის გამო ხდება ოპოზიციის ალიანსი „ოცნების“ მხრიდან დარტყმების მსხვერპლი.

ერთ-ერთი სლაიდი ქართული ოცნების ბოლო შიდა კვლევიდან.
ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია ქართულ ოცნებას. ახლა მთავარი ამბავია, გადაუწყვეტელი 30% როგორ განაწილდება. ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს. სრულიად გასაგებია მათი მხრიდან.
ახლა ოპოზიციის იმ ნაწილს მინდა ვუთხრა, ვინც ალიანსს ურტყამს განუწყვეტლივ; ასევე იმ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სოცქსელებში თუ კრიტიკულ მედიაში, ვინც ყოველ ნაბიჯზე ოპოზიცია რომ არ ახსენოს ნეგატიურად, არ შეუძლია:
მეგობრებო და "დაუძინებელო მეგობრებო", თქვენი ქმედებებით (ჩემთვის აუხსნელი, ბევრისთვის კი - საეჭვო) ამ გაუნაწილებელ 30%ს ან სახლში დატოვებთ, ან ქოცებისკენ გაუშვებთ.
საქართველოს პატრიოტებს მინდა მივმართო: არ აყვეთ! 26 მაისს 19:00 საათზე გამოდით რუსთაველზე. ურწმუნო თომების და "უჩემოდ ვით იმღერეთა" ეგოცენტრიკების გარეშეც შევცვლით.
ps თბილისის ციფრებს შეხედეთ: 19% ქოცები ვს 62% ოპოზიცია, - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები