კობახიძეს მალე ჩაანაცვლებენ და მის პოსტზე, სავარაუდოდ, მაკა ბოჭორიშვილს ვიხილავთ - ჭალიძე
პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ, საკუთარი განცხადებით ხორცთან დაკავშირებით, კრახი განიცადა.
როგორც მან თეა ადეიშვილის “დღის ამბებში“ განაცხადა, კობახიძის ეს განცხადება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავდა, თუმცა, მას ეს მაინც არ უშველის და მალე ჩაანაცვლებენ.
რეალურად მართლაც მძიმე ვითარებაა, ირაკლი კობახიძემ კრახი განიცადა და მისი ეს გამოსვლა, ნახევარ კილო ხორცთან და მის ფასებთან დაკავშირებით თითქოს იმას ჰგავდა, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა. მე მგონია, რომ მას მალე ჩაანაცვლებენ და მის პოსტზე, სავარაუდოდ მაკა ბოჭორიშვილს ვიხილავთ. თუმცა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ჯამი არის ის, რომ მოქალაქეები არიან უკიდურეს გაჭირვებაში. “ოცნების“ მიერ დათვლილი საარსებო მინიმუმი 251 ლარია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ეუბნებიან, 251 ლარად უნდა იარსებოთო. როცა პენსია საქართველოში 370-495 ლარია, ხოლო ევროპაში 4700 ლარი და ჩვენ ამ დროს გვთავზობენ პროპაგანდისტული მედიების გვერდებზე თითქოს, ევროპაში უფრო ძვირია ყველაფერი, ვიდრე აქ, თან იქაური კურსი გადაჰყავს ლარის კურსზე, მე მივმართავ მათ, იქაური პენსიაც გადაიყვანეთ ლარის კურსზე და ნახეთ, რამდენჯერ აღემატება ქართულ პენსიას, - ამბობს თეონა ჭალიძე.