მთავარ საკითხებად რჩება პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები - ოპოზიცია

28.03.21 11:07
მთავარ საკითხებად რჩება პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები - ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიების ლიდერები იზიარებენ დანიელსონის მოსაზრებას, რომ კომპრომისზე წასვლა არის სიძლიერის გამომხატველი.თუმცა  პოზიციებს არ ცვლიან და პრინციპულ საკითხად მიაჩნიათ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არჩევნების დანიშვნა. ამავდროულად კომპრომისულ ვარიანტად განიხილება პლებისციტის საკითხიც.

კომპრომისი არ წარმოადგენს სისუსტეს ნამდვილად, ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს, რომ არის საკითხები რაზეც არ ისაუბრებს.მთავარი საკითხებია პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები. ოპოზიციას აქვს შეთავაზებული, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ წავიდეთ, პლებისციტის გზით, როგორც კომპრომისული ვარიანტი - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი  გიგი წერეთელი.

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ "ოცნების" წარმომადგენლის განცხადებები რეალურად საინტერესო არ არის და მთავარი დანიელსონის წინადადებებია.

 "ქართული ოცნების" განცხადებებში ახალი არაფერი არ არის, მე დიდი ყურადღებას არ დავუთმობდი, დაველოდები მოლაპარაკებების რაუნდს. მთავარი არის რითი ჩამოდის დანიელსონი, ეს იქნება გადამწყვეტი - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სერგო ჩიხლაძე, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, ფიქრობს, რომ კომპრომისზე უარს ჯერჯერობით მმართველი გუნდი აცხადებს.

 კომპრომისის გარეშე მოლაპარაკება ვერ შედგება, ჯერჯერობით "ოცნებისგან" ვერ დავინახეთ კომპრომისი არათუ არჩევნებზე, არამედ შედარებით ისეთ თემებზე როგორიცაა სასამართლო, საარჩევნო კომისია და ა.შ. პრინციპულ საკითხებად რჩება პოლიტპატიმრების თემა, ვადამდელი არჩევნების თემა - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან შეხვედრებს ინდივიდუალურად გამართავს.ის საკუთარ გეგმასაც წარადგენს, თუ როგორ ხედავს კრიზისის დაძლევის გზებს.