"თავიდანვე ფარსი იყო" - სანდრო რაქვიაშვილი ფასების კომისიაზე

04.05.26 23:55
"თავიდანვე ფარსი იყო" - სანდრო რაქვიაშვილი ფასების კომისიაზე

"ფასების კომისიას რაც ეხება თავიდანვე ფარსი იყო" -  ამის შესახებ პარტია "გირჩის" წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილმა ფასების კომისიამ სხდომაზე ეროვნული ბანკი არცკი დაიბარა და მთავრობის ქმედებებში არცერთი ეჭვი არ შეუტანია, რის გამოც გამოვიდა, რომ "უბრალოდ დეპუტატებმა დახარჯეს დრო და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს". 

პოლიტიკოსის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ფასების კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ინფლაციის რამდენიმე წლიანი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

ფასების კომისიას რაც ეხება თავიდანვე ფარსი იყო იმიტომ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ქვეყანაში ფასები იზრდება და ახლა კიდე რამდენიმე წლის რეკორდი დაამყარა ინფლაციამ აპრილში, ეროვნული ბანკი არც კი დაიბარეს, არათუ რაღაც სხვაზე არ ილაპარაკეს, სხვაზე შეიძლება ილაპარაკო - გადასახადებზე, თუნდაც ბიზნესმენები დაპატიჟო და ბევრ რაღაცას შეიძლება შეეხო, მაგრამ მთავარ მიზეზს არც კი შეეხნენ, მთავრობის ქმედებაში არცერთი ეჭვი რომ არ შეიტანეს, ყველაფერი კარგად რომ აღმოჩნდა, გამოვიდა, რომ უბრალოდ დეპუტატებმა დახარჯეს დრო და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები [გაიარეს], ბიზნესმენებს მოუსმინეს და რაღაც უცნაური დოკუმენტი გააკეთეს...

სიმბოლურია, რომ როცა დაასრულა კომისიამ მუშაობა, დაფიქსირდა რამდენიმე წლიანი რეკორდი ინფლაციის," - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები