იუკნევიჩიანე: "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, დაერწმუნებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს EU-ს კანდიდატობის კრიტერიუმებს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო - როგროც სხდომაზე, მომხსენებელმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანების დასარწმუნებლად, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს EU-ს კანდიდატობის კრიტერიუმებს.
მანვე ასევე აღნიშნა, რომ სჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის.
მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს ამ დოკუმენტის მომზადებისას გამოჩენილი არაჩვეულებრივი ერთსულოვნებისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა ხალხი, პოლიტიკური ჯგუფები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები იმაში, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს. დიდი მადლობა კომიტეტს, პოლიტიკური ჯგუფების მრჩევლებსა და ჩვენს ასისტენტებს. მეორეს მხრივ, ჩვენ ამ ანგარიშს ვიღებთ ერევანში გამართული სპეციალური ფორუმის წინაშე. დიახ, არ შევმცდარვარ ერევანში, მიუხედავად იმისა, რომ კენჭს ვუყრით საქართველოს. ვფიქრობ, ნებისმიერი პროევროპელი ქართველი ბედნიერია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება იმის გამო, რომ თბილისი ჯერჯერობით ამ პროცესს მიღმა დარჩა. მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
53 მომხრე, 14 წინააღმდეგი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო.
- „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომპრომისულ შესწორებას, სადაც პროსახელისუფლებო არხების, TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ.
- "უმკაცრესად ვგმობთ TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას... მოვუწოდებთ EU-ს, განიხილონ შესაბამისი ზომები, მათ შორის სანქციები" - აღნიშბულია დოკუმენტში.
ამასთან, ევროდეპუტატები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ მიიღონ პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე.