შალვა პაპუაშვილის ევროპარლამენტს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას ადარებს

05.05.26 15:00
შალვა პაპუაშვილის ევროპარლამენტს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას ადარებს

 

 

შალვა პაპუაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღებას ეხმაურება და ევროპარლამენტს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას ადარებს.

პაპუაშვილი ამობს, რომ როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე მიიღო დღეს ბრიუსელმაც.

ივანიშვილის გუნდის ლიდერი განსაკუთრებულ ყურადღებას დოი~კუმენტში არსებულ შესწორებაზე ამახვილებს, სადაც პროსახელისუფლებო არხების, TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ.

"მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლად - ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი" - ამბობს პაპუაშვილი ბრიუსელზე.

კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტი, რომ დღითი დღე თავს იმკვიდრეს, როგორც საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე, თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე  საბჭოთა კავშირის სახალხი ყრილობისა, რაც გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ ისევ საბჭოთა მოქალაქეებს ევროპარლამენტის რიგებში, საბჭოთა ნომენკლატურის თუ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებცი დღეს ევროპარლამენტში არიან მოკალათებულები, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს და როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით,  ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებს საქართველოსთან დაკავშრებით. მეორე- ამ ანგარიშის ავტორი გახლავთ ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, იუკნევიჩიანე, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, არის ამ რეზოლუციის ავტორი.

თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოადგენენ, როგორც თავისუფალი მედიის ჭირისუფლები, სინამდვილეში კი ისინი, ვინც კლავენ საქართველოშ თავისუფალ მედიას, ისინი ვინც მედიას აქციეს პროპაგანდის ინსტრუმენტად, დღეს წარმოაჩენენ ისე თავს, თითქოს არიან მედიის დამცველები. სწორედ ბრიუსელი და სწორედ უცხოური დაფინანსება არის ის, რაც კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთის. ამიტომაც, როდესაც ვხედავთ, რომ მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც შეიძლება ადამიანმა იხილოს", - აცხადებს პაპუაშვილი. 

53 მომხრე, 14 წინააღმდეგი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო.

  • „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომპრომისულ შესწორებას, სადაც პროსახელისუფლებო არხების, TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ. 

  • "უმკაცრესად ვგმობთ TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას... მოვუწოდებთ EU-ს, განიხილონ შესაბამისი ზომები, მათ შორის სანქციები" - აღნიშბულია დოკუმენტში. 

ამასთან, ევროდეპუტატები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ მიიღონ პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე.

 

მსგავსი სიახლეები