სალომე სამადაშვილი: მიუხედავად კობახიძის მცდელობისა, მაღალი რანგის წარმომადგენლები მას არ შეხვდნენ

05.05.26 17:40
სალომე სამადაშვილი: მიუხედავად კობახიძის მცდელობისა, მაღალი რანგის წარმომადგენლები მას არ შეხვდნენ

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ერევანში ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მცდელობა, ევროპულ წარმოამდგენლობასთან მაღალი დონის შეხვედრები გაემართა, თუმცა უარი მიიღო. მისივე განცხადებით, ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს "ოცნების" ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავებას და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის კრიზისს.

სამადაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როცა მსგავსი ფორმატის სამიტები ლიდერებისთვის ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობაა, კობახიძემ ვერ შეძლო ევროპელ კოლეგებთან მნიშვნელოვანი დიალოგის გამართვა

მიუხედავად კობახიძის მცდელობისა, რომ გამართულიყო შეხვედრა მათ შორის ევროპული წარმომადგენლობის ძალიან მაღალ დონეზე, მათ შორის, იმ ბიუროკრატიის, ე.წ. ბრიუსელის, რომელსაც ყოველ დღე ლანძღავს კობახიძე და ბოჭორიშვილი და სხვები, მათ მიიღეს უარი ამ შეხვედრაზე. ეს საკითხი განიხილეს ბრიუსელში და არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად დღევანდელ ვითარებაში კობახიძესთან შეხვედრა ისევე, როგორც, ცხადია, რომ არ მიიჩნია ეს მიზანშეწონილად არცერთმა სხვა მნიშვნელოვანმა ევროპელმა ლიდერმა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვნახეთ, რომ კობახიძეს არ ჰქონდა არცერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა არცერთ ევროპელ ლიდერთან, როდესაც მსგავსი ფორუმები, პირველ რიგში, სწორედ ამისთვის გამოიყენება, - ამბობს სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ერევანში  „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტს დაესწრო.  ღონისძიებას ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და, ასევე, ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები ესწრებოდნენ. 

მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ფოტო, სადაც ლიდერების ერთობლივი ფოტოს გადაღების დროს ირაკლი კობახიძეს ხელს უკრაინის პრეზიდენტი ართმევს. მოგვიანებით კობახიძემ თქვა, რომ მათ შორის "მეგობრული საუბარი" შედგა.

მთავორბის ადინისტრაციის ცნობითვე, ირაკლი კობახიზე ერევანში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტიდან დაბრუნებული ირაკლი კობახიძე კი ამბობს,  რომ "ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებით მუშაობს".

მსგავსი სიახლეები