ზურა გირჩი ჯაფარიძე: კობახიძე გაბრაზებული ბავშვივით იქცევა - გამარჯობა არავინ უთხრა

05.05.26 18:01
ზურა გირჩი ჯაფარიძე: კობახიძე გაბრაზებული ბავშვივით იქცევა - გამარჯობა არავინ უთხრა

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ჩავიდა ირაკლი კობახიძე ერევანში ევროკავშირის სამიტზე მაშინ, როდესაც მთელი "ქართული ოცნება" ევროპელი პარტნიორების კრიტიკით არის დაკავებული. მისი შეფასებით, "ოცნების" რიტორიკა და რეალური ქმედებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ერევნიდან გაბრაზებული დაბრუნდა, რადგან იქ "გამარჯობა" არავინ უთხრა. 

ეს ხალხი არის ვისაც ესენი ეძახიან ხან დიფ სთეითს, ხან გლობალური ომის პარტიას, ხან მასონთა ლოჟებს და ხან რას და ხან რას. რას ჩადიოდა, რას ელაპარაკებოდა საერთოდ? მაგრამ ახლა რა კომენტარებსაც აკეთებს, ეგ გაბრაზებული, ნაწყენი ბავშვის ამბავია, გამარჯობა არ უთხრა არავინ. მაკრონის კადრები აქვთ მარტო - მაკრონი ესალმება აქ, მაკრონი ესალმება ერევანში, მაკრონი ესალმება სტრასბურგსი, მაკრონი ესალმება ბრიუსელში. მაგას ატრიალებენ. საბჭოთა მიდგომები ვერ ექნებათ, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი იყო, რომელმაც ოკუპაცია მოახდინა ამ ქვეყნის და იყო ანექსორი, საქართველოს დამოუკიდებლობა გააუქმა და კი, ბიუროკრატიის კრიტიკა შესაძლებელია, მეც მიკრიტიკებია, მაგრამ ამის გამო საუბარი, რომ ეს არის საბჭოთა კავშირი, ეს არის იდიოტობა, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.  

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ერევანში  „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტს დაესწრო.  ღონისძიებას ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და, ასევე, ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები ესწრებოდნენ. 

მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ფოტო, სადაც ლიდერების ერთობლივი ფოტოს გადაღების დროს ირაკლი კობახიძეს ხელს უკრაინის პრეზიდენტი ართმევს. მოგვიანებით კობახიძემ თქვა, რომ მათ შორის "მეგობრული საუბარი" შედგა.

მთავორბის ადინისტრაციის ცნობითვე, ირაკლი კობახიზე ერევანში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტიდან დაბრუნებული ირაკლი კობახიძე კი ამბობს,  რომ "ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებით მუშაობს".

 

მსგავსი სიახლეები