"შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე" - სიბიგა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ადასტურებს, რომ მაკა ბოჭორიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ანდრეი სიბიგა აღნიშნავს, რომ მხარეები უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე შეთანხმდნენ.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთქმედებაზე ისაუბრეს.
მოხარული ვარ, რომ ერევანში ბოლო დროს გამართული კონტაქტების შემდეგ, ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგი გავაგრძელე.
დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე.
ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთქმედებაზე. ასევე დავადასტურეთ ჩვენი გახსნილობა ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შენარჩუნების მიმართ," - წერს სიბიგა.