ანტიქართული ხელისუფლება დღეს იძულებული გახდა, რომ დაეკავებინა სპეცრაზმელები, მაგრამ დანაშაული საბოლოოდ არ არის გახსნილი- სამუშია
ანტიქართული ხელისუფლება დღეს იძულებული გახდა, რომ დაეკავებინა სპეცრაზმელები, რომლებიც ძალადობდნენ საქართველოს მოქალაქეებზე, - ამის შესხებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლდიერმა განაცხადა.
ლევან სამუშიას თქმით, რეალური დამნაშავეები, ვინც უკანონო ბრძანებებს გასცემდა კვლავ თავისუფლებაზე იმყოფებიან.
მისი თქმით, “საუბარი იმაზე, რომ ადამიანები ობიექტურად იძიებდნენ ყველაფერს, ეს არის უბრალოდ ფარსი და სხვა მეტი არაფერი.“
ანტიქართული ხელისუფლება დღეს იძულებული გახდა, რომ დაეკავებინა სპეცრაზმელები, რომლებიც ძალადობდნენ საქართველოს მოქალაქეებზე, მაგრამ ვინმემ არ ჩათვალოს, რომ ეს დანაშაული საბოლოოდ არის გახსნილი. ამ დანაშაულს ჰყავს დამკვეთები და ამ დანაშაულს ჰყავს გამოძიების განზრახ გაჭიანურების ხელშემწყობი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოძიებას განზრახ უშლიდნენ ხელს და გამოძიება არ მიმდინარეობდა სრულყოფილად. ამ დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ასეთი არის ათობით და ასობით ფაქტი, ყველას აქვს ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადა. "ძლიერი საქართველო-ლელო" თვეების და წლების განმავლობაში საუბრობდა, რომ მოვა დრო და ამ დანაშაულების ვერც შემსრულებლები, ვერც დამკვეთები ვერ გაექცეოდნენ პასუხისმგებლობას და საუბარი იმაზე, რომ თითქოს ამ ფაქტით, რომელიც, სხვათაშორის, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად წინსწრებით გაიხსნა და ამის მათ მიერ გახსნილად გამოცხადება და საუბარი იმაზე, რომ ადამიანები ობიექტურად იძიებდნენ ყველაფერს, ეს არის უბრალოდ ფარსი და სხვა მეტი არაფერი!
მინდა მივმართო შესაბამის სტრუქტურებს, რიომ შეუძლებელია წლების განმავლობაში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე არ დადგენილიყო ობიექტური ჭეშმარიტება თუ მას ხელისშემშლელი ფაქტორები არ ჰქონდა და ხელისშემშლელი ფაქტორები თავად საგამოძიებო სტრუქტურებში ჩაბუდებული ადამიანები იყვნენ, რომლებიც ხელს განზრახ უშლიდნენ აღნიშნულ გამოძიებას.
მაგალითისათვის მინდა მოგიყვანოთ ერთი ფაქტი, როდესაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე სწორედ "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ცნობილია ავტომობილის სახელმწიფო ნომრები, ადამიანები, რომლებმაც სავარაუდოდ ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ რეაგირება არ არსებობს. ასევე ვიცით მაკა ჩიხლაძეზე, მარიამ გაფრინდაშვილზე და სხვა უამრავ ადამიანზე განხორციელებული თავდასხმები. ასევე ვიცით ალეკო ელისაშვილზე განხორციელებული თავდასხმა, როდესაც კანცელარიის შენობაში შეითრიეს და ნაცემი გამოუშვეს. არსებობს უამრავი ფაქტი, მაგრამ ამას არ იძიებენ. მთავარია, დაისაჯონ და დარწმუნებული ვარ, დაისჯებიან საგამოძიებო პროცესის სავარაუდო ხელისშემშლელები და სავარაუდო დამკვეთები. საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ბრძოლა სამართლებრივი და კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ფარგლებში საქართველოს მოალაქეების საბოლოო გამარჯვებით დასრულდება.,- განაცხადა სამუშიამ.