ეს არ არის საკმარისი - აქციაზე სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილის პირველი კომენტარი მასზე თავდამსხმელის დაკავებაზე
ეს არ არის საკმარისი - ასე ეხმაურება აქციაზე სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი პროკურატურის ბრიფიონგს, სადაც თქვეს რომ მასზე, ლევან ხაბეიშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს.
მაისაშვილი ამბობს, რომ არავინ იცის, თუ ვინ დააიდენტიფიცირა და დააკავა გამოძიებამ.
სულ რომ ეს ადამიანები იყვნენ დაკავებულები, მაინც არ არის საკმარისი იმ მხრივ, რომ ისინი არ იმოქმედებდნენ მარტო - ეუბნება მაისაშვილი "პირველებს".
ეს მგონია, რომ ეს არის გადმოგდებული, რომ რამოდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებზეც დადასტურებულად არავინ იცის, ვინ იყვნენ ან რა პირობებში დადგინდა მათი ვინაობა. თიტქმის ორი წელი აგდის და როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტურ გამოძიებას დაემთხვა მათი იდენტიფიცირება. ამიტომ ბევრ კითხვას აჩენს ეს. ცხადია, სულ რომ ეს ადამიანები იყვნენ, მაინც არ არის საკმარისი იმ მხრივ, რომ ისინი არ იმოქმედებდნენ მარტო. მათ ჰყავდათ ადამიანები, ვინც ამ ქმედებებს ავალებდნენ და ეს არ მომხდარა მხოლოდ ჩემი მიმართებით, ეს მოხდა უამრავ ადამიანზე, სადაც იყო მასობრივი დარღვევები და ადამიანებსი წამება", - ამბობს ზვიად მაისაშვილი.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.