ორი კონტაქტი ბოლო 5 დღეში - რისი ნიშანია კიევთან კომუნიკაციები

07.05.26 21:00
ორი კონტაქტი ბოლო 5 დღეში - რისი ნიშანია კიევთან კომუნიკაციები

ორი კონტაქტი ბოლო 5 დღეში. რისი ნიშანია კიევთან კომუნიკაციები. საუბრის თემას არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს, თუმცა ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ შესაძლოა უახლოეს მომავლში ორმხრივი შეხვედრაც შედგეს. დგას თუ არა დღის წესრიგში დიპლომატების დაბრუნება საელჩოებში. ზელენსკისთან საუბრისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ზარის შემდეგ ფაქტია, რომ ქართული ოცნების ტონი შერბილებულია. 

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის და მისი გუნდის ლანძღვის კამპანიაზე ივანიშვილის გუნდში მორატორიუმია გამოცხადებული. თავს არ ესხმიან, თუმცა პრეტენზიებს ზელენსკის მიმართ მაინც ვერ მალავენ. ამბობენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში  განსაკუთრებული არაფერი ხდება და არც საბოდიშო აქვთ რამე უკრაინასთან. არადა ბოლო წლების განამვალობაში სწორედ ზელენსკი იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე.

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვარაუდობს, რომ კობახიძე-ზელენსკის საუბარი ევროკავშირთან შეთანხმებით შედგა. ვალერი ჩეჩელაშვილი მთავარ მიზეზებს ჩამოთვლის, რის გამოც საქართველოსთან ურთიერთობა უკრაინის ინტერესშია. რატომ შეიძლება აწყობდეს ქართულ ოცნებას უკრაინასთან ურთიერთობის დალაგება ახლა. დიპლომატები ამას რეგიონში რუსეთის გავლენების შესუსტებას და ევროკავშირში ცვლილებებს უკავშირებენ.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები