"მინისტრის ჩაყვანა ცარიელ სანაპიროზე, ფოტოსესია და წრეზე სიარული"- რა ბედი ელის ანაკლიას

07.05.26 21:32
"მინისტრის ჩაყვანა ცარიელ სანაპიროზე, ფოტოსესია და წრეზე სიარული"- რა ბედი ელის ანაკლიას

უკვე კვირა არ გადის, ოცნების ლიდერები ანაკლიაში არ ჩავიდნენ, ფოტოები არ გადაიღონ და შემდეგ არ თქვან,  რომ პორტის მშენებლობა დაწყებულია. არადა ადგილზე მხოლოდ ქვიშა ყრია და სხვა არაფერი. ლელოში ამბობენ, რომ ოცნების მიერ  მინისტრების ჩაყვანა ანაკლიის ცარიელ სანაპიროზე, ფოტოსესია და წრეზე სიარული ივანიშვილის პარტიისგან სასაცილო პროპაგანდა და ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობაა.

ირაკლი კუპრაძის ამ განცხადებას დღეს ნინო წილოსანმა უპასუხა. ის ამტკიცებს, რომ ტრაქტორები საჩვენებლად არ დადიან და პორტი ნამდვილად შენდება. 

კადრები რომელსაც ნინო წილოსანი და ქართული ოცნება 110 პროცენტით ენდობა ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა . ვიდეომასალში ჩანს   რამდენიმე სატვირთო ავტომობილი და ტრაქტორი.  ეკონომიკის მინისტრი, თავდაცვის მინისტრთან ერთად დიდი ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და ამბოენ. რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. 

რა მიზანს ემსახურებოდა ანაკლიაში თავდაცვის მინისტრის ჩასვლა? ეს კითხვა ჩვენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავუსვით. თინა ხიდაშელი ამბობს რომ ამერიკელების ანაკლიაში ვიზიტის სემდეგ, "ქართული ოცნება" თავდაცვის მინისტრის გამოჩენა, მეტ დამაჯერებლობას ემსახურება. რადგანაც ანაკლიის პორტს, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რეგიონში უდიდესი დატვირთვა აქვს.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები