თვის ბოლოს შტატებიდან კიდევ ველოდებით დელეგაციას - მაკა ბოჭორიშვილი
თვის ბოლოს (შტატებიდან) კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ირაკლი კობახიძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, როგორც ამერიკული, ისე ქართული მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაგრძელება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა. განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე. თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.