ივანიშვილი პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე შიშებით ცხოვრობს, ის დასავლეთთან დათმობებზე წავა - თაზო დათუნაშვილი

07.05.26 23:45
ივანიშვილი პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე შიშებით ცხოვრობს, ის დასავლეთთან დათმობებზე წავა - თაზო დათუნაშვილი

ივანიშვილს მოუწევს დათმობა იმ ავტოკრატიული მარწუხებისა, რომელიც საქართველოს მოახვია, ის დასავლეთთან დათმობებზე წავა - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა. 

მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკური ცხოვრებისა ამ ეტაპზე შიშებით ცხოვრობს და ის ეცდება, რომ დათმობებზეც ივაჭროს.

გადატვირთვის პროცესები დაწყებულია. ივანიშვილი პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე შიშებით ცხოვრობს. მისი მთავარი შიში, ეს არის, რომ პუტინი, მისი მოკავშირე, რომელზეც ფსონი გააკეთა დიდ გელოპოლიტკური გადათამაშების პროცესში ივანიშვილმა, აგებს. ასეთი სუსტი რუსეთი არ ყოფილა. აბსოლუტურად ყვეალფერი გაჟღენთილია უკრაინის წარმატებით. პირველ რიგში ის ხედავს პუტინის მარცხს და ეშინია იმ მომავლის, რომელიც მას და მის მოკავშირეებს უქადის. ყველა, სადაც ფსონი გააკეთა ივანიშვილმა, პუტინის გარშემო, ყველა ყველგან მარცხდება.  მას ეშინია სანქციებს, რომელიც უკვე ადევს და რომელიც შესაძლოა იყოს. მას ეშინია იმ სასამართლოს, რომელიც აუცილებლად დასჯის ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით სისტემური  წამების მექანიზმს ამუშავებდნენ საქართველოში. პოლიტიკური მართლმსაჯულება მთლიანად დაასახიჩრეს და დეფორმაცია გაუკეთეს. ის ცდილობს იპოვოს სხვა გზები. არავინ მასთან ურთიერთობას არ გადატვირთავს. ის ნაბიჯები, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია დგამს, ეს მათ ინტერესებშია და ისინი ცდიან ზეწოლას. ივანიშვილს გადატვირთვას არავინ უპირებს იმ პირობებში, რაშიც დღეს არის. ეს მისთვის უკან დახევაა, რაც გინდა დაუძახოს. მას მოუწევს დათმობა იმ ავტოკრატიული მარწუხებისა, რომელიც საქართველოს მოახვია. ივანიშვილი დასავლეთთან დათმობებზე წავა და ეს დათმობები დამატებით ნიშნავს იმას, რომ ის დამატებითი ზეწოლის მექანიზმი, რომელიც ივანიშვილზე საჭიროა, რადგან ძალის გარდა ის სხვა პოლიტიკურ ლოგიკას არ ცნობს და არ აღიარებს, დასავლური ზეწოლა მასზე იქნება ქართული საზოგადოებისთვის და დემოკრატიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი.

დასავლეთის შემობრუნება და მათზე ზეწოლის ერთადერთი ხაზი გადის, რა თქმა უნდა, არჩევნებზე. სხვა დათმობებთან ერთად, ვფიქრობ, ეს პროცესი წავიდეს ვადამდელ არჩევნებამდე. ეს დათმობების კასკადი დიდია, ამ დათმობებში ივანიშვილი ივაჭრებს. ის არის ტრანზაქციული მიდგომების ადამიანი, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები