ღარიბაშვილის ოჯახი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში შეყვანით, ექს პრემიერს პროვოკაცია მოუწყვეს

08.05.26 00:47
ღარიბაშვილის ოჯახი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში შეყვანით, ექს პრემიერს პროვოკაცია მოუწყვეს

ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობის შესახებ ჩანაწერი, პროვოკაციული ნაბიჯია. ამის შესახებ განცხადებას ღარიბაშვილიც ცოლის ძმა, ალექსნადრე თამაზაშვილი ავრცელებს. 

 

ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური , ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია. წერს თამაზაშვილი. 

 

მძიმე ბრალდებით დაკავებული ექს პრემიერის ოჯახის აზრით, ევროპარლამენტის ანგარიშში ღარიბაშვილის ხსენება "ბინძური პროვოკაციაა" რომელიც  გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში სპეკულაციების გასაჩენად , ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

 

ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად , არაფერში ჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,“შეშფოთება” და “წუხილი”… წერია თამაზაშვილის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარალენტის 2026 წლის მაისის ანგარიშში მოხვდა, სადაც ვკითხულობთ, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებების და ბრალის აღირების მიუხედავად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

მსგავსი სიახლეები