ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ხვდებიან

08.05.26 10:04
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ხვდებიან

აუდიენცია „თბილისი მერიოტში" - ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს ხვდებიან.

შეხვედრას ესწრებიან „ლელო - ძლიერი საქართველოს", „გახარია-საქართველოსთვის" და „ოპოზიციური ალიანსის" ლიდერები.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები