ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ილუზიაში არიან - გიორგი ვაშაძე
ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ილუზიაში არიან - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაკავებული ექს-პრემიერის ცოლის ძმა, ალექსნადრე თამაზაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მხიედვითაც ის ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობის შესახებ ჩანაწერი, პროვოკაციული ნაბიჯია.
ვაშაძის შეფასებით, ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ თუ მეტად დაუხრიან თავს "რეჟიმს", უფრო მალე გაათავისუფლებენ პატიმრობიდან ექს-პრემიერს.
ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ილუზიაში არიან, რომ თუ მეტად დაუხრიან თავს რეჟიმს, უფრო მალე გაათავისუფლებენ საკუთარ ოჯახის წევრს საპატიმრო დაწესებულებიდან.", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობის შესახებ ჩანაწერი, პროვოკაციული ნაბიჯია - ამის შესახებ განცხადება გუშინ ღარიბაშვილიც ცოლის ძმამ, ალექსნადრე თამაზაშვილმა გაავრცელა.
მძიმე ბრალდებით დაკავებული ექს პრემიერის ოჯახის აზრით, ევროპარლამენტის ანგარიშში ღარიბაშვილის ხსენება "ბინძური პროვოკაციაა" რომელიც გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში სპეკულაციების გასაჩენად , ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.